17 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
ახალი ფრაქცია პარლამენტში - ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები კონსულტაციებს იწყებენ 

დეპუტატი ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები ახალი ფრაქციის შესაქმნელად კონსულტაციებს იწყებენ. მანამდე კი იგეგმება ისეთი პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, რომელიც თემატურად გაერთიანდება. ანუ ყველა წევრის აზრი თანხვედრაში იქნება ისეთ საკითხებთან, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირდება.

ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოხვდება ეკა ბესელიას გუნდში, ჯერჯერობით  არ კეთდება, თუმცა ცნობილია, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები შედგება „სოციალ-დემოკრატებთან“.

„ჩვენ ვაპირებთ ძალიან ბევრ ადამიანთან დაკავშირებას, გასაუბრებას ამ თემებთან დაკავშირებით და გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ საზოგადოებასთან ძალიან ინტენსიურ ურთიერთობებს. გვინდა, რომ გამოვასწოროთ ჩვენი კოლეგების თუ თანაგუნდელების ხარვეზი.

კონსულტაციებს ყველასთან ვაპირებთ, ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაზე საერთო პოზიცია გვაქვს, ბევრ რაღაცაზე შიძლება განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მაგრამ არის თემატური გაერთიანებები, რომელიც ჩემი აზრით სავსებით შესაძლებელია,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

დღის ამბები