17 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
„პრობლემა, რომელიც არსებობდა, TBC ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის, არის გადაწყვეტილი და მოგვარებული“ - ირაკლი კოვზანაძე

„პრობლემა, რომელიც არსებობდა,TBC ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის, არის გადაწყვეტილი და მოგვარებული“ - ეს განცხადება, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ამ წუთებში პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინდარეობს. კანონმდებლები ინფორმაციას "თიბისი" ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ბანკის დამფუძნებლებისგან მოისმენენ. 

დღევანდელ სხდომას მიუხედავად გუშინ გაკეთებული განცხადებისა ესწრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 

„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. ის ეყრდნობა რამდენიმე საკითხს და გამოყოფილი აქვს რამდენიმე არგუმენტი. პირველი, რომ საზედამხედველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური, დახურულია ნებისმიერი მესამე მხარისთვის. პრობლემა, რომელიც არსებობდა, tbc ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის, არის გადაწყვეტილი და მოგვარებული. tbc ბანკის აქციონერებმა შეწყვიტეს სამართლებრივი დავა ეროვნულ ბანკთან და გამომდინარე აქედან, ეროვნულმა ბაკმა და tbс-იმ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც, ეს საკითხი არის დახურული,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ

დღის ამბები