17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
TBC ბანკის საქმე - პარლამენტში კომიტეტის სხდომა ჩაიშალა 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის კითხვები უნდა დაესვათ, კითხვებისა და განცხადებების გარეშე დასრულდა. გადაწყვეტილება კომიტეტის დასრულების შესახებ, თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მიიღო. 

მანამდე სხდომის დახურვის საკითხის განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. 

ოპოზიციისთვის მიუღებელი იყო „ქართული ოცნებისა“ და კობა გვენეტაძის არგუმენტი, რომ კომიტეტის სხდომაზე განცხადებების გაკეთებამ შესაძლოა, ბიზნესსექტორი, „თიბისი ბანკი“ დააზარალოს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები