17 მაისი 2024,   11:48
ვრცლად
"თიბისი ბანკს" არ აქვს დავა ამ მომენტში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით - კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საპარლამენტო ფორმატში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა დამაზიანებელი იქნება საბანკო სექტორისთვის.

კობა გვენეტაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული კომენტარი მედიასთან განმარტა.

სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრება, რომ კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება ბიზნესსექტორსა და თავად ბანკს დააზარალებს, სხდომის ჩაშლის საფუძველი გახდა.

კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თიბისი ბანკი აღარ აწარმოებს მარეგულირებლის წინააღმდეგ დავას.

„რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ასეთ ფორმატში განხილვა არის საზიანო, როგორც ბანკისთვის, ასევე საბანკო სექტორისთვის. ამავე დროს შეგახსენებთ, რომ კომერციულ ბანკს - თიბისი ბანკს, არ აქვს არანაირი დავა ამ მომენტში ამ კონკრეტულ საკითხთან ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ასეთი განხილვა ამავე დროს არის ზიანის მიმყენებული ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის ფუნქციის შესრულებისთვის. მე, როგორც მოხელე, ვალდებული ვიყავი, რომ ამ რისკების შესახებ მელაპარაკა,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე და თიბისი ბანკის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, პარლამენტში იმყოფებოდნენ, თუმცა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩაიშალა. ოპოზიციისთვის კი მიუღებელი იყო ქართული ოცნების დეპუტატებისა და კობა გვენეტაძის არგუმენტი, რომ კომიტეტის სხდომაზე განცხადებების გაკეთებამ შესაძლოა, ბიზნესსექტორი და კონკრეტულად თიბისი ბანკი დააზარალოს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები