06 მაისი 2024,   13:46
ვრცლად
კორუფციული ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა იწყება

საქალაქო სამართლოში კორუფციული ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა იწყება.

მერსა და მის მაოდგილეს, ლაშა გოგიას და გია გულორდავას, ბრალად ქრთამის აღება ედებათ, მერიის კიდევ ერთ თანაშრომელს კი, გამოძიება დანაშაულის შეუტყობინელობას ედავება.

დღეს შესავალი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება.

ბრალდებულების ადვოკატების თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. 

„ბრალი, რომელიც წარდგენილი აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, არის დაუსაბუთებელი,“ - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის უფლედამცველი, ზაქარია გვიშიანი.

დღის ამბები