17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
საკადრო წმენდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში - სამსახურიდან 300-მდე თანამშრომელი გაუშვეს 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში საკადრო წმენდა დაიწყო. "კურიერის" ინფორმაციით, უმუშევართა რიგებს სამასამდე ადამიანი შეემატა. გათავისუფლების ბრძანება დღეს კიდევ ათობით თანამშრომელმა მიიღო, თუმცა მათთვის მიზეზი არავის განუმარტავს.

პენიტენციური სამსახურის უკვე ყოფილი თანამშრომლები სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ წმენდა ციხეებში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით დაიწყო და ხალხი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს.


იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ციხეების 190 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა შემცირება ძირითადად სამოქალაქო დანაყოფის თანამშრომლებს შეეხოთ. თეა წულუკიანის მოადგილე ამტკიცებს, რომ დაზოგილი თანხით ესკორტის ოფიცრების რაოდენობა და ანაზღაურება გაიზრდება. 

დღის ამბები