პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია, აცხადებს, რომ გუნდის დატოვებამდე ბიძინა ივანიშვილისგან შეთავაზებები ჰქონდა, თუმცა, დეპუტატი არ აკონკრეტებს, რა შეთავაზა ოცნების თავმჯდომარემ.
ბესელიას თქმით, თუ ის გუნდის წინააღმდეგ არ წავიდოდა, მაშინ მას უკეთესი პირობები ექნებოდა 2020 წლისთვის.
დეპუტატი ამბობს, რომ სასამართლოს საკითხი წყალგამყოფი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობასთან. ბესელიას თქმით, ივანიშვილთან სასამართლოსთან დაკავშირებით ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობა.
„მე არ ვუკარგავ მას პირველ ოქტომბერს, არ ვუკარგავ იმ ბევრ სიკეთეს, რაც ქვეყანას გაუკეთა, მაგრამ არ ვეთანხმები დღეს იმ პოზიციებში, რაც აქვს. ამიტომ არ ვდგავარ მასთან ერთად... ყველაფერი სხვა უფრო მეტად დაძლევადია, მაგრამ სასამართლო განსაზღვრავს ქვეყანაში სტაბილურობას, დემოკრატიას, ბიზნესის თავისუფლებას, ყველაფერს,“ - ამბობს ბესელია.