17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ავსტრიაში ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ავსტრიაში ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა. საუბრის დროს აქცენტი საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობასა და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაკეთდა. ყურადღება გამახვილდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და ეუთოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. თომას გრემინ-გერანმა მზადყოფნა გამოთქვა ქართულ მხარესთან კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად.

დღის ამბები