17 მაისი 2024,   11:42
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ენმ-დან აუდიტის სამსახურს მოუწოდებს 2013 წლის შემდგომ სახელმწიფო ქონებების გასხვისების საკითხი შეისწავლოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს 2013 წლის შემდგომ სახელმწიფო ქონებების გასხვისების საკითხი. გია აბულაძე განმარტავს, რომ გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია ინვესტიციები. რამდენიმე წლის წინ გასხვისებული ობიექტები კი ჯერაც არაა დასრულებული. მათ შორის, ოპოზიციიის ინფორმაციით, მიზერულ ფასად გასხვისდა მიწები გოდერძის უღელტეხილზე, პრივატიზაციის დროს კი გამოიკვეთა რომ აუქციონები კონკრეტულ კომპანიებზე იყო მორგებული.

დღის ამბები