17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
"მგონი ზვიად კვაჭანტირაძეც აპირებს უმრავლესობის დატოვებას,“ - ბექა ნაცვლიშვილი

განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ - უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრი, ბექა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობა კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვოს. პარლამენტის წევრი კონკრეტულად ასახელებს იმ დეპუტატების სახელებს და გვარებს, ვინც შეიძლება უმრავლესობის რიგები დატოვოს.

“ვისაც გაცხადებული აქვს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მათ შეიძლება დატოვონ. რამდენიმე ადამიანმა განაცხადა. ეს არის გია ჟორჟოლიანი, შეიძლება ფრაქცია სოციალ-დემოკრატებიდან ფრაქციის რამდენიმე წევრმა დატოვოს უმრავლესობა. მაგალითად მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი. გარდა ამისა, მგონი ზვიად კვაჭანტირაძეც აპირებს უმრავლესობის დატოვებას,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.   

მმართველ გუნდს ე.წ. ძველი გვარდიის წევრები, ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. უახლოეს დღებში, საპარლაემნტო უმრვალესობიდან გასვლის შეხაებ, ოფიცლაური განცახდების გაკეთებას, კიდევ რამდენიმე დეპუტატი გეგმავს. 

დღის ამბები