„ვისაც წასვლა უნდა წავიდეს და ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე ასეთი არანაირი სურვილი არ გამჩენია“-ამის შესახებ განცხადება რევაზ არველაძემ გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ თავად მმართველი გუნდიდან წასვლას არ აპირებს და თუ ამის სურვილი ვინმეს აქვს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.
როგორც ცნობილია მმართველ გუნდის დატოვებას სხვა დეპუტატებიც აპირებენ. ასევე თავად ეკა ბესელია გეგმავს რომ საკუთარი ფრაქცია შექმნას. ის არც პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამორიცხავს. რევაზ არველაძე კი თვლის, რომ იმპიჩმენტის საკითხის წამოწევას ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები ვერ შეძლებენ.
„რამდენიმე კაცმა მასთან ერთად გააკეთა განცხადება გასვლის და ეს ექვსი მოგროვდება თუ არა არ ვიცი. ისე ალბათ რაღაცა უნდა შექმნას რახან წავიდა. არის ესეთი გამოთქმა „აძინოკი ვოლკ,“ მარტო ძნელია მაინც მუშაობა. არ ვიცი იმპიჩმენტს რამდენად მოახერხებს, მაგრამ შემოკრებით შესაძლებელია შემოიკრიბოს არაფერი გამორიცხული არ არის,“-განაცხადა რევაზ არველაძემ.