საპარლამენტო უმრავლესობას გაზაფხულიდან სავარაუდოდ დეპუტატები დატოვებენ. ამის შესახებ განცხადება ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა, რომელიც მმართველი გუნდის რიგებს უკვე გამოეყო. მისი თქმით გაზაფხულზე, როდესაც დაიწყება მოსამარლეთა არჩევის პროცესი ნათელი გახდება კიდევ ვინ დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობას.
„ამ შემთხვევაში ვისაც გადაწყვეტილება მიღებული აქვს მათ გაცხადებული აქვთ უკვე საჯაროდ. მომავალში რა იქნება, ვინ რა გადაწყვეტილებას მიღებს არ ვიცი. ძირითადი გადაწყვეტილება მაინც გუნდში მიიღება მოსამართლეთა არჩევის დროს,“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
არსებული ინფორმაციით მმართველ გუნდს გაზაფხულამდე დატოვებს ზვიად კვაჭანტირაძეც. ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყო 4 დეპუტატი. ესენი არიან ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი.