ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებს - ეს განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ გააკეთა.
ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც მნიშვნელოვანი პროექტია.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვის, რადგან პროექტში მნიშვნელოვანი ამერიკული კომპანიები მიიღებენ დიდ მონაწილეობას. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი შესრულდება. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებს. იმან, თუ როგორ განვითარდება პროცესები, შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე,“ - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.