17 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ოპოზიციაში საათობრივი ფასიანი პარკირების სისტემის შემოღებას აკრიტიკებენ

თბილისში, პარკირებაზე საათობრივი საფასურის დაწესებას საკრებულოს ოპოზიციაში ეხმაურებიან. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ თბილისის მერია კონკრეტულ მისამართზე პარკინგის საფასურს კიდევ რამდენჯერმე გაზრდის.

„ინიციატივა, რომელიც აქვს დედაქალაქის მთავრობას, რამდენჯერმე გაზრდის კონკრეტულ მისამართზე პარკინგის საფასურს, მაშინ, როცა არც ერთი საპარკინგე ადგილი არ დამატებულა. ანუ, სერვისი იგივეა, თუმცა თქვენ გადაიხდით უფრო მეტს. მე მიჭირავს კონკრეტული დოკუმენტი, სადაც წერია, რომ 2017 წელს, თბილისელებისგან ჯარიმის და საურავების სახით რომ იღებდნენ მაგალითად, 27 მილიონ ლარს,  კახი კალაძემ დაგეგმა 40 მილიონზე. ანუ, 2 წლის წინანდელთან შედარებით, 13 მილიონი ლარით მეტს ამოიღებენ თბილისელების ჯიბეებიდან, კახი კალაძის დახმარებით,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი საზოგადოებრივ ტრანსპორტის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„უმთავრესია, რომ ამავდროულად, პარალელურად ვითარდებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როცა ქალაქში არ არის საკმარისი ავტობუსები, არ არის გამართული ხაზები და ტენდერი ტენდერზე იშლება, ეს თავის თავად არის ძალიან დიდი პრობლემა,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

დღის ამბები