გაყალბებული დოკუმენტაციით სამტრედიის საბავშვო ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების გამო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს "ელენიკოს" დირქტორი დააკავეს.
გამოძიება ნუგზარ მარგოიძეს მომხმარებლის მოტყუებას, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.
აღნიშნულ კომპანიას სამტრედიის ბაღებთან გაფრომებული ხელშეკრულბის საფუძველზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა, თუმცა ამის ნაცვლად ბავშვებს ცხენის ხორცით კვებავდა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახი თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.