17 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
გაზრდილი სტატისტიკა - იანვარში ბარსელონაში თავშესაფარი 300-ზე მეტმა ქართველმა მოითხოვა

ბარსელონაში საქართველოდან თავშესაფრის მსურველთა რიცხვი გაორმაგდა - ამის შესახებ ესპანური გაზეთი "El Periódico​" წერს. გამოცემის თანახმად, იანვარში ბარსელონაში თავშესაფარი 300-ზე მეტმა ქართველმა მოითხოვა.

"El Periódico​" აღნიშნავს, რომ მიმართვების რიცხვი იმდენად გაზრდილია, რომ ბარსელონის სოციალური მომსახურების სააგენტოს თარჯიმნების რაოდენობის გაზრდა მოუხდა. სტატიის თანახმად, ქვეყანაში ტურისტის სტატუსით შესული ქართველები საბოლოდ თავს დევნილებად ასაღებენ, რადგან არც აღნიშნული თანხა რჩებათ და არც საცხოვრებელი ადგილი.

ესპანეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ისინი თანხას გარკვეულ პირებს უხდიან. სტატიაში მოყვანილია ექსპერტის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში გარკვეული იმედგაცრუება შეინიშნება, მაგრამ არც ეთნიკური დევნა და არც კონფლიქტი არ ყოფილა.

გამოცემას ინტერვიუ მისცა ბარსელონაში საქართველოს კონსულმაც, ქეთევან გოგოლაშვილი ირწმუნება, რომ მის ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით არავინ იდევნება და არც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არსებობს.

დღის ამბები