თბილისში, ისანში დატრიალებული ტრაგედიიდან, თითქმის, ერთი თვე გავიდა. 28 დღის წინ ნაქირავებ ბინაში ბუნებრივი აირის გამათბობლის არასწორ მონტაჟს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოძიებას ჯერ მომხდარის მიზეზებზე პასუხი არ აქვს. დაღუპულების ოჯახის წევრებმა ჯერ ისევ არ იციან, რა გახდა 7 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი. როგორც ისინი „კურიერთან“ აცხადებენ, მათთვის არ მიუწოდებიათ ექსპერტიზის დასკვნა, თუ რა გახდა შვიდი ადამიანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. მათ არ აქვთ ინფორმაცია, ბუნებრივი აირის გაჟონვამ იმსხვერპლა შვიდი ადამიანი, თუ CO-თი დაგროვებამ.
გარდაცვლილების ოჯახის წევრების თქმით, არავინ დაკავებული არ არის. ისინი სამართალდამცველებისგან განმარტებებს ითხოვენ.
„არავითარი პასუხი არ არის. ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან პასუხს. 7 ადამიანი გარდაიცვალა, თამაში ხომ არ არის. შვიდი ადამიანის გარდაცვალებაზე პასუხი დროულად უნდა იყოს. როგორც ვიცით, შევიდნენ გაწყობილ ბინაში, 600 ლარს იხდიდნენ, რომ ყველაფერი მოწესრიგებული ყოფილიყო. არავინ დაკავებული არ არის, არავინ არაფერს გვეუბნება,“ - აცხადებენ დაღუპულების ოჯახის წევრები.