17 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
21 წლის დიმიტრი დარბაიძეს, რომელიც სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაიცავალა, გორში გადაასვენებენ

თბილისში, სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილ 21 წლის დიმიტრი დარბაიძეს გორის რაიონის სოფელ ქვეშში, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ. გარდაცვლილის მშობლები ემიგრაციაში ცხოვრობენ.

მისი ნათესავები და ახლობლები კი ამბობენ, რომ მათ დარბაიძის გარდაცვალების შეახებ დღეს დილით შეიტყვეს.

„წავიდა სამუშაოდ, სამი ძმანი იყვნენ, იქნებ სახლი ვიყიდო რამეო და აი, რა მოხდა. ქირით ცხოვრობდა, თვეებია, რაც წავიდა,“ - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

დიმიტრი დარბაიძე, თბილისში საცხოვრებლად დაახლოებით 3 თვის წინ გადავიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები