თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 3 თვის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის მიზეზი დღეს დაწყებული ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ასფალტის საფართან ერთად მიწისქვეშა კომუნიკაციებიც გამოიცვლება.
პროექტს თბილისის მერია ”Gerogian water and power"- თან ერთად ახორციელებს.
„კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. დაახლოებით სამი თვე დასჭირდება ამ სამუშაოებს. როგორც მოგახსენეთ, მთლიანად იქნება შეცვლილი მიწის ქვევით არსებული კომუნიკაციები. ქუჩას მთლიანად ჩაუტარდება რეაბილიტაცია,“- აცხადებს დედაქალაქის მერი კახი კალაძე.