17 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ავტომობილების ტექდათვალიერების მოთხოვნის გადავადება - „ევროპული საქართველო“ პარლამენტს ინიციატივით მიმართავს 

"ევროპულმა საქართველომ" ავტომობილების ტექდათვალიერების გადავადებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიციატივა წარადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ფიზიკურ პირს, რომელიც მართავს მსუბუქ ავტომობილს მსუბუქი მისაბმელით, ან მის გარეშე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, დედაქალაქის საავტომობილო გზების გარდა.

„იქნება სიტუაცია, როდესაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ან ვეღარ მოახერხებს საკუთარ ყანაში და ვენახში მისვლას, ან გადაადგილდება, მაგრამ იქნება დაჯარიმებული. დღეს სწორედ ეს სურათია, რომ დაიწყო მოსახლეობის მასიური დაჯარიმება ტექდათვალიერება გაუვლელი ავტომობილების გამო. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მიხედვა და გამოსწორება, ამიტომ ჩვენ დავარეგისტრირეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოფელში მცხოვრებ მოსახლეობისთვის გადავადდება ტექდათვალიერების მოთხოვნა, თუ ისინი არ გადაადგილდებიან ცენტრალური მნიშვნელობის მაგისტრალზე და მათი გადაადგილება ხდება სასოფლო და მეორად გზებზე,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები