08 მაისი 2024,   20:50
ვრცლად
პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა - კობახიძე პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის ბოიკოტს აფასებს

პრეზიდენტის პირველ ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ფრაქცია"ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დარბაზში შესვლაზე უარი თქვა.

"ევროპულმა საქართველომ" კი სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას. 

ოპოზიციის გარეშე დარჩენილ დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტები პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა. 

„ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა, ეს პოლიტიკური ძალები გახსოვთ თქვენ გვესაუბრებოდნენ წლების მანძილზე ინსტიტუტის პატივისცემაზე. ერთმნიშვნელოვნად ეს არის რა თქმა უნდა პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა,“-განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები