26 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
საგარეჯოში 1 პირი ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ე.ა. ღამით საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდა, საიდანაც 500 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ე.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი, ასევე, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 21 ცალი საბრძოლო ვაზნა და ორი ცალი ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები