19 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - ერთმანეთს ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ

ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე და "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ კანონპროექტის განხილვისას დაწყებული კამათი, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ კახიძემ კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს მოუწოდა, არ მიეცათ ირაკლი ბერაიასთვის კახა კუკავას განცხადებაზე გამოხმაურების საშუალება. კახიძემ განმარტა, რომ რეგლამენტი მხოლოდ კითხვების დასმას ითვალისწინებდა და არა გამოხმაურებას.

ვითარება იურიდიულ კომიტეტზე ამ დროისთვის უკვე განმუხტულია. 

დღის ამბები