19 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს ინსტრუქციებზე საუბრისას - ნინო წილოსანი ბესელიასთვის შეცდომით გაგზავნილ SMS-ზე საუბრობს

მამუკა მდინარაძის მიერ ეკა ბესელიასთვის შეცდომით გაგზავნილ სმს შეტყობინებასთან დაკავშირებით განცხადება დეპუტატმა ნინო წილოსანმა გააკეთა. მმართველი გუნდის წევრმა დაადასტურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ნათქვამი, რომ მესიჯის ადრესატი რეალურად ნინო წილოსანი იყო, თუმცა შეცდომით ყოფილ თანაგუნდელს გაუგზავნა.

წილოსანის თქმით, გზავნილი იყო იმ განცხადებების კრებული, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მხრიდან უკვე გაჟღერებული იყო.

დეპუტატი ეკა ბესელიას იმ განცხადებას  გამოეხმაურა, სადაც "ქარული ოცნების" ყოფილი წევრი ამბობდა, რომ სმს შეტყობინება მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის შესასრულებელ დავალებებს მოიცავდა. ნინო წილოსანის შეფასებით,  ინსტრუქციებზე საუბრისას თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. 

ნინო წილოსანი-ის სურათის შედეგი„ჩემთვის გასაგებია, რომ ამ კუთხით მიჰყავთ საუბარი, რომ თითქოს, ეს იყო მესიჯები. არც დროში ემთხვევა დილით ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ მესიჯებს და შემდეგ 4 საათზე მამუკას მხრიდან გადმოგზავნილ მესიჯებს. ეს ყო კრებული იმ პოზიციების, რომელიც ჩვენი გუნდის წევრებს ჰქონდათ დაფიქსირებული ამ მოცემულობასთან დაკავშირებით. მე შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს ინსტრუქციებზე საუბრისას, ასევე ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას ვერცერთ ჩემს თანაგუნდელს. ამიტომ, ამ თემაზე ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით,“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები