27 დეკემბერი 2024,   21:04
ვრცლად
სოციალური მუშაკების პროტესტი გრძელდება - 200-მდე თანამშრომელი სამსახურში გასვლას, დღესაც არ აპირებს

სოციალური მუშაკების პროტესტი გრძელდება. სოციალური სამსახურის 200-მდე თანამშრომელი სამსახურში გასვლას, დღესაც არ აპირებს.

ჯანდაცვის მინისტრთან გუშინდელ შეხვედრაზე მხარეები მხოლოდ ნაწილობრივ შეთანხმდნენ. დავით სერგეენკო დათანხმდა სოციალურ მუშაკებს შეუმცირონ ბიუროკრატიული ვალდებულებები, მათ ეყოლებათ მანქანები სწრაფი რეაგირებისთვის და დაემატებათ 50 ახალი თანამშრომელი, თუმცა ვერ შედგა შეთანხმება ხელფასზე.

გაფიცულები ნაწილობრივ მიღწეულ შეთანხმებაზე შუალედურ დოკუმენტს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ შეწყდება თუ გაგრძელდება პროტესტი.

სოციალური მუშაკები დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომასაც დაესწრებიან, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან.

„ნებისმიერი ადამიანისთვის და მით უმეტეს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის არის წითელი სიგნალი და შუქურა იმისა, რომ კანონი აღსურლებას ვერ დაელოდება 2025 წლამდე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა და უფლებამოსილება არ არის და არის ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი სირთულე. ჩვენ ველოდებით შუალედურ ანგარიშს სამინისტროდან, თითოეულ სოციალურ მუშაკთან გავივლით კონსულტაციას და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები სოციალური მუშაკების,“-განაცხადა ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა მარიამ ბანძავამ.

დღის ამბები