26 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
ტერეზა მეის პარტიამ რეგიონულ არჩევნებში ბოლო 24 წელში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

რეგიონულ არჩევნებში ტერეზა მეის პარტიამ ბოლო 24 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა - მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ ადგილობრივ საბჭოებში 1300-ზე მეტი ადგილი დაკარგა.

ტორებმა, საერთო ჯამში, 248 საბჭოდან 49-ზე კონტროლი დათმეს.

მანდატები დაკარგეს ლეიბორისტებმაც. მთავარ ოპოზიციურ პარტიას საბჭოებში 82-ით ნაკლები დეპუტატი ეყოლება.

ტერეზა მეის შეფასებით, რეგიონული არჩევნების შედეგი ბრექსითის გაჭიანურების გამო ბრიტანეთის მოსახლეობის იმედგაცრუების გამოხატულებაა.

დღის ამბები