26 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ სამხედრო ძალებს კიდევ უფრო აძლიერებს

შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ სამხედრო ძალებს კიდევ უფრო აძლიერებს. ვაშინგტონი ირანის სანაპიროსკენ პატრიოტის სისტემებს და დამატებით რამდენიმე სამხედრო ხომალდს აგზავნის, მათ შორის არის სადესანტო ხომალდი "არლინგტონი."

ის ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნს" შეუერთდება, რომელმაც უკვე გაიარა სუეცის არხი. პენტაგონის ცნობით, კატარში ამერიკულ ბაზაზე B-52 ტიპის ბომბდამშენებიც დაეშვნენ.

თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს არის პასუხი რეგიონში ამერიკული ძალების წინააღმდეგ თეირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე.

დღის ამბები