26 აპრილი 2024,   20:32
ვრცლად
ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და ფარები ზუგდიდში - "კურიერმა" ქალაქის ქუჩებში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები დააფიქსირა

ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და ფარები ზუგდიდში - ქალაქის ქუჩებში "კურიერმა" გადაიღო სამარშუტო ტაქსი, რომელშიც იმყოფებოდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები. მათ "კურიერთან" კომენტარი არ გააკეთეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ისინი ზუგდიდის ქუჩებში გადაადგილდებიან, თუმცა, რა მისიით მოძრაობენ, უცნობია. „კურიერის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ, მათ ტერიტორია დატოვეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული ზუგდიდში, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.

შს მინისტრმაც, გიორგი გახარიამაც, დაადასტურა აღნიშნული ფაქტი და განაცხადა, რომ ძალების მობილიზება დაძაბულობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების მიზნით მოხდა.

დღის ამბები