26 აპრილი 2024,   20:56
ვრცლად
ჯერ მეგობარი მოკლა, შემდეგ სისხლიანი დანით სახლში ავიდა და მეუღლეს 13 ჭრილობა მიაყენა-სასტიკი მკვლელობა აგარაში

13 უმძიმესი ჭრილობა მათ შორის ყელის არეში - ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეუღლემ სასიკვდილოდ გაიმეტა, გადარჩენისთვის იბრძვის. რა მოხდა აგარაში არავინ იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავთო ხიმშიაშვილი სახლში სისხლიანი დანით ავიდა და ცოლს თავს დაესხა. სასტიკ ანგარიშსწორებას წინ კონფლიქტი უძღოდა, რომლის შესახებ მეზობლებმაც გაიგეს. ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად ოთახში შესულ დას, ის კონტაქტური დახვდა. ძლიერი სისხლდენის გამო, ქალმა გონება მალევე დაკარგა და ვერ მოახერხა ეთქვა, რის გამო დაარტყა დანა 13-ჯერ მეუღლემ.

საზარელი ისტორია, რომელმაც აგარა შეძრა, ხიმშიაშვილის ცოლის მკვლელობის მცდელობით არ დაწყებულა. თვითმხილველები ყვებიან, რომ 53 წლის მამაკაცმა საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მეგობარს, ზვიად გელაშვილს  16 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ერთ-ერთი ვერსიით, სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი ეჭვიანობაა, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის რა ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილს ბრალდებულის ოჯახთან. "კურიერმა" ასევე გაარკვია რომ 53 წლის ხიმშიაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც ბრალდებულის დედა ადასტურებს და არ გამორიცხავს რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული აფექტურ მდგომარეობაში იყო.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულს მიმალვა არ უცდია, ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დანაშაულის აღიარების შემდეგ კი საგამოძიებო ექსპერიმენტშიც მიიღო მონაწილეობა და პოლიციას თავად აღუწერა ვის როდის და რამდენჯერ ჩაარტყა დანა.

დღის ამბები