28 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
თბილისში "აიპლიუსის" მაღაზია გაქურდეს

თბილისში, პეკინის 11 ნომერში მდებარე "აიპლიუსის" მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

სავარაუდო დამნაშავეებმა ჩაამტვრიეს მაღაზიის წინა ფასადი და მაღაზიის ვიტრინაზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს.

მაღაზიაში ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, 30-მდე ტელეფონია წაღებული და ზარალი, დაახლოებით, 50 ათას ლარამდეა. "აიპლიუსში" აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ამ მაღაზიის ქურდობის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. 

სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, დამნაშავეები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ქურდობის მუხლით დაიწყო. 

 

დღის ამბები