12 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში, საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ

ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ.

დღეს „ბათუმობა 2024“ აღინიშნება.  ბათუმობის საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 

ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 136 წლისთავთან დაკავშირებით საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო და სპორტული აქტივობები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები იმართება. 

დღის ბოლოს გაიმართება საზეიმო გალაკონცერტი სიმფონიური ორკესტრის და სოლოშემსრულებლების მონაწილეობით.

დღის ამბები