26 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური დაკვეთა ივანიშვილისგან, რომელიც იძულებული გახდა, საზოგადოებრივ წნეხს დამორჩილებოდა - ბოკუჩავა

"მოსამართლე თემურ გოგოხიამ მიიღო პოლიტიკური დაკვეთა ივანიშვილისგან, რომელიც თავად იძულებული გახდა, საზოგადოებრივ წნეხს დამორჩილებოდა,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ის ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებას გამოეხმაურა. თინათინ ბოკუჩავას თქმით, მოსამართლე, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნის თაობაზე არ დააკმაყოფილა, სასამართლო კლანის წევრია. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მოსამართლე თემურ გოგოხია ლევან მურუსიძეს ახლო მეგობარია და მასთან ნათელმირონობა აკავშირებს, ის ასევე მიხეილ ჩინჩალაძის მეგობარია.

თინათინ ბოკჩავა მიიჩნევს, რომ მოსამართლე გოგოხიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, რადგან ოლიგარქმა საზოგადოების წნეხს ვერ გაუძლო და ნიკა მელია ციხეში ვერ გაუშვა.

„სასამართლოს სხდომაზე შესვლამდე ვთქვი, რომ ივანიშვილს დღეს ჰქონდა არჩევანი, მოესმინა ან სერგეი გავრილოვისთვის, ან უნდა მოესმინა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, სახალხო დამცველის პოზიციისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი ხალხისთვის. იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს არ ითხოვს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას, ისინი ითხოვენ ძალიან მარტივ რამეს, რომ გავრილოვის სისხლიანი ღამის მთავარი შემოქმედი ჯალათი გიორგი გახარია არ იკავებდეს შს მინისტრის თანამდებობას,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები