15 დეკემბერი 2024,   12:42
ვრცლად
5 მილიონი კონტრაქტის დარღვევისთვის - პაატა სალია ამბობს, რომ ნიკა გვარამიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას არ იცნობს 

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი პაატა სალია გახდა. მისი თქმით, არ იცნობს იმ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ 5 მილიონი უნდა გადაუხადონ. ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გადაყენება მოითხოვა, რაც საჯარო რეესტრმა დაადასტურა. 

„იუსტიციის სახლისთვის სავალდებულო იყო ამ გადაწყვეტილების რეგისტრაცია. წარვადგინეთ განაცხადი დაჩქარებული წესით დარეგისტრირებაზე წილების ცვლილების, რაც შესაბამისად, განახორციელა რეესტრმა. როდის განხორციელდა უშუალოდ დროის შესახებ, თქვენგან შევიტყვე. კონტრაქტს არ ვიცნობ, აუცილებლად გავეცნობი, როგორც კი მომეცემა შესაძლებლობა. ვიცი, რომ კონფიდენციალურია, თუმცა უკვე მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაში არხის მესაკუთრე გახდა, მას უფლება აქვს, ნახოს ეს კონტრაქტი, მიუხედავად მისი კონფიდენციალურობისა. მე არ ვათავისუფლებ, ნიკა გვარამიას გათავისუფლების უფლებამოსილება მე არ მაქვს. ქიბარ ხალვაშის პოზიცია იყო გაცხადებული მის წერილში, რომელიც გაავრცელა,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

საჯარო რეესტრმა ცოტა ხნის წინ დაასრულა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიმართვის განხილვა.ახალი ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის 100% ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანიის საკუთრებაში გადავიდა. 60% მესაკუთრე თავად ქიბარ ხალვაშია, ხოლოდ 40% მფლობელად შპს "პანორამაა" მითითებული.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები