15 დეკემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ეს არის ხელისუფლების მცდელობა, ძალიან სწრაფად ჩაეგდო ხელში კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალება - საძაგლიშვილი რეესტრის დაჩქარებულ გადაწყვეტილებაზე 

ხელისუფლებას ძალიან ეჩქარებოდა ამ ცვლილების ასახვა რეესტრში - ეს განცხადება, იურისტმა დიტო საძაგლიშვილმა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი პაატა სალია გახდა.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო დაჩქარებული სისწრაფით მოქმედებს და ეს ხელისუფლების ინტერესების გატარებას ემსახურება.

დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ თეა წულუკიანის უწყებამ დაარღვია კანონი, რითაც ჩანს, რომ ხელისუფლებას ცვლილებების ასახვა რეესტრში ეჩქარებოდა.

მარეგისტრებელი ორგანოს მოქმედება, რომ ასეთ დაჩქარებულ რეჟიმში ორი რეგისტრაცია განახორციელა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რეალურად, ბუნებრივია, ხელისუფლებას ძალიან ეჩქარებოდა ამ ცვლილების ასახვა რეესტრში. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. ჯერ წილის მესაკუთრეების ნაწილში, როდესაც მათ განახორციელეს რეგისტრაცია, ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს ახლა უკვე „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელების უფლებას, რომ გაასაჩივრონ სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება.“ - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

იურისტის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ არ მიიღო მხედველობაში ის დოკუმენტი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის მფლობელებსა და ნიკა გვარამიას შორის იყო გაფორმებული. დიტო საძაგლიშვილის თქმით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოხსნით, იუსტიციის სამინისტრომ იმ ხელშეკრულების იგნორირება მოახდინა, რომელიც რუსთავი 2- ნიკა გვარამიასთან ჰქონდა გაფორმებული,

„რაც შეეხება დირექტორის გათავისუფლებას, გუშინ ჩვენ ჩავაბარეთ მარეგისტრებელ ორგანოს ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იყო წესი და პირობები, როგორ ხდება დირექტორის გათავისუფლება, თუმცა როგორც ჩანს, აქაც მარეგისტრებელმა ორგანომ საერთოდ არ მიიღო მხედველობაში ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გაფორმებული იყო კომპანიასა და გენერალურ დირექტორს შორის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით, რეესტრის მონაცემებში ჩანს, რომ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა, რაც შეიძლება ქმნიდეს იმის ვარაუდს, რომ თავდაპირველად წარდგენილ განაცხადზე აკლდათ გარკვეული დოკუმენტი, თუმცა ნაცვლად იმისა, როგორც ხდება ოფიციალურად, რომ რეესტრს დაედგინა ხარვეზი, რაც გამოიწვევდა ბუნებრივია, დროში გაწელვას ამ პროცესის, როგორც ჩანს, ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია იყო და უთხრეს, რომ დამატებით წარმოედგინა დოკუმენტი და ეს დოკუმენტი იქნა წარდგენილი რეგისტრაციის განხორციელებამდე.

„ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად, ეს არ არის ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულება, ეს არის უბრალოდ ხელისუფლების მცდელობა რომ ძალიან სწრაფად ჩაეგდო ხელში კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალება“ - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები