08 მაისი 2024,   00:22
ვრცლად
თუ მაია ცქიტიშვილი იმასაც ვერ ხვდება, ბოდიში მოსახდელი აქვს თუ არა, ჩემი კომენტარი ზედმეტია - ბესელია

„თუ მაია ცქიტიშვილი იმასაც ვერ ხვდება, გუშინდელი კომენტარით საკუთარ თავს  რა გაუკეთა და იმასაც ვერ ხვდება, ბოდიში მოსახდელი აქვს, თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარი ზედმეტია,“- ასე პასუხობს ეკა ბესელია რეგიონალური განვითარების მინისტრის განცხადებას, სადაც ის მკაფიოდ ამბობს, რომ საკუთარ  განცხადებაში არაეთიკურს ვერაფერს ხედავს.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული პოლიტიკოსის თქმით, პოლიტიკოს და ქალი საკუთარ თავს იმაზე უარესს ვერ გაუკეთებს, რაც ცქიტიშვილმა საკუთარ თავს, გუშინდელი განცხადებით გაუკეთა.  

„მე არ ვთლი ღირსად, ამის შემდეგ მასზე კომენტარი ვაკეთო, იმიტომ, რომ იმაზე უარესს პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს ვერ გაუკეთებ, ვიდრე იმ სიტყვებით და იმ კომენტარით გააკეთა, რაც გააკეთა. უკაცრავად, რომ  თქვენს კითხვაზე მიწევს პასუხების გაცემა, როცა მეკითხებით ამ საქმეზე რა ხდება, უკაცრავად, რომ ქალბატონი მაია ამ პასუხების გაცემის დროს მხედავს ისევ ეკრანზე. საერთოდ, სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდა და სანამ სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას რა თანამდებობაზეც ზის, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი,“- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია. ამ განცხადებას ეკა ბესელიას „ფეისბუქ პოსტი“ მოჰყვა, სადაც ის ცქიტიშვილის განცხადებას მდაბიოს და სამარცხვინოს უწოდებს.

დღის ამბები