26 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები ისევ გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რაკეტები უკვე მეორედ გამოსცადა. მოკლე რადიუსში მოქმედი ჭურვები ვონსანის სანაპიროდან გამთენიისას გაუშვეს. სამხრეთ კორეის გენშტაბის ინფორმაციით, რაკეტების ფრენის მანძილი 250, სიმაღლე კი 30 კილომეტრი იყო.

ორივე რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა. სეულში ასევე აცხადებენ, რომ ჭურვები განსხვავებული იყო იმ მოდელებისგან, რომელიც ფხენიანმა 6 დღის წინ გამოსცადა.

რაკეტების გაშვებას გამოეხმაურა იაპონიის პრემიერიც და განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე გამოცდას გავლენა არ მოუხდენია. 

დღის ამბები