26 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
მორიგი თავდასხმა ავღანეთში - დაღუპული 35 ადამიანი

მორიგი თავდასხმა ავღანეთში - გზაზე დამონტაჟებული ბომბი იმ დროს ამოქმედდა, როდესაც მაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი გამოჩნდა. შედეგად დაიღუპა 35 ადამიანი, 27 კი დაშავდა.

გარდაცვლილთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ტერაქტი ჰერატისა და ყანდაარის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა, სადაც თალიბებიც და ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებების წევრებს შორის დაპირისპირება საკმაოდ ხშირად ხდება. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

დღის ამბები