"რუსთავი 2-ში" ჩხრეკა დასრულებულია. რამდენიმე საათიანი ჩხრეკა ერთ-ერთ ოთახში მიმდინარეობდა, რომელიც კომპანია „ინტერმედიას“ სამუშაო სივრცე იყო. "ინტერმედია" "რუსთავი 2-ის" კონტრაქტორი კომპანია, რომელიც სარეკლამო დროს ყიდის. გუშინ პროკურორებმა დოკუმენტაცია „ინტერმედიას“ სათაო ოფისიდან ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ პროკურორებმა ადგილიდან დოკუმენტაცია და სეიფი წაიღეს.
„ამოღებული იქნა შპს ინტერმედია პლუსის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. დოკუმენტების შინაარსზე ვერ გესაუბრებით. უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ ეს დოკუმენტაცია ეხება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას. როდესაც ჩვენ გუშინ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები სხვა მისამართზე ამ კომპანიის ოფისში, კომპანიის დირექტორმა განგვიცხადა რომ შპს ინტერმედია პლიუსის დოკუმენტები გარდა იმ მისამართისა სადაც გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, არ ინახებოდა.
სეიფი იყო ჩაკეტილი. ვერ მოხდა გახსნა შესაბამისად უნდა გაიხსნას უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, ვისაც აქვს გასაღები ამ სეიფის და შემდგომში მოხდება შემოწმდება მასში არსებული საგანი იქნება თუ ინფორმაცია,“ - განაცხადა პროკურორმა ლაშა აბულაძემ.