26 აპრილი 2024,   23:38
ვრცლად
პოლიტოლოგები რუსეთში საპროტესტო მუხტის გაძლიერებას ვარაუდობენ

პოლიტოლოგები რუსეთში საპროტესტო მუხტის გაძლიერებას ვარაუდობენ. ექსპერტების შეფასებით, აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენს, რის გამოც 8 სექტემბერს დაგეგმილ მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში მოსახლეობამ შესაძლოა, ხმა მმართველი პარტიის წინააღმდეგ მისცეს.

საპროტესტო გამოსვლები მოსკოვში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების უმრავლესობა არ დაარეგისტრირა. სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ ბოლო აქციაზე პოლიციამ ათასზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.

დღის ამბები