26 აპრილი 2024,   23:31
ვრცლად
გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ხმების შემდეგ, თურქმენეთის ლიდერი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა

გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ხმების შემდეგ, თურქმენეთის ლიდერი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საკურორტო ქალაქ ავაზაში კასპიის ეკონომიკური ფორუმი გახსნა, რომელსაც რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ირანის ლიდერები ესწრებიან.

ფორუმის დაწყებამდე მან მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან. დიმიტრი მედვედევმა ბერდიმუჰამედოვს რუსული წარმოების ძვირადღირებული ლიმუზინი "აურუს სენატიც" დაათვალიერებინა. რუსული მედიით ინფორმაცია, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი თირკმელის უკმარისობით დაიღუპა, გასულ თვეს გავრცელდა. ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთს 2006 წლიდან მართავს.  

დღის ამბები