ბათუმში მოძრაობა "სირცხვილიას" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას თბილისში 20 სექტემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეებს ისევ ერთი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ - გადადგეს, ახლა უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პასუხი აგოს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე.