18 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
გათავისუფლდეს დეკანოზი გიორგი მამალაძე - ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ მისმა ძმამ კარავი გაშალა

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ძმა ისევ პარლამენტის წინ მართავს აქციებს. მან კარავი გუშინ კვლავ გაშალა. თორნიკე მამალაძის თქმით, მანამდე არ შეწყვეტს აქციებს, სანამ მისი ძმა არ დატოვებს საპყრობილეს. დეკანოზის ადვოკატის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საპატრიარქოდან განხორციელებული ზარის შედეგად დეკანოზი გამიზნულად არ შეიწყალეს. 

"რაც შეეხება მამა გიორგის არ შეწყალებას, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული საპატრიარქოში მყოფ პირებთან. პირველ რიგში, ეს არის, აუცილებლად იქნება შორენა თეთრუაშვილი და ჩვენი შეწყალების თაობაზე საჯაროდ იყო განცხადება ჩვენს მიერ გაკეთებული და მე არ გამოვრიცხავ, რომ დაერეკათ საპატრიარქოდან და მოეთხოვათ, რომ პრეზიდენტის მიერ არ ყოფილიყო შეწყალებული დეკანოზი გიორგი მამალაძე," - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

დღის ამბები