საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროგრამის პირველი წელი წარმატებით დასრულდა. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, რეზერვისტთა დასკვნითი შეკრება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკ „ზემო სორტაზე“ გაიმართა.
დასკვნით შეკრებაზე სარეზერვო ასეულში ჩარიცხულმა რეზერვისტებმა ორი კვირის განმავლობაში ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორების დახმარებით, საცეცხლე მომზადება გაიარეს.
პირველი ეტაპით მათი ინდივიდუალურ დონეზე მომზადება დასრულდება. მეორე წელი კი, რეზერვისტების ჯგუფურ მომზადებას დაეთმობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში მსახურობენ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ.