27 დეკემბერი 2024,   03:15
ვრცლად
დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში მივიდა - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ზურაბიშვილის დაკითხვაზე მისვლას არ გამორიცხავს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.  ჟურნალისტებთან საუბრისას  დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს და  შეწყალების საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას უპასუხებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, გენერალურ პროკურატურაში უნდა დაიკითხოს  თუ არა სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ თუ მთავარი საგამოძიებო ორგანო ზურაბიშვილის დაკითხვას გადაწყვეტს, "ალბათ" მივა. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა 28 აგვისტოს,  მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა.  სკანდალური შეწყალების საქმეზე მთავარმა საგამოძიებო უწყებამ კი გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე  დაიწყო.

დღის ამბები