13 სექტემბერი 2026,   16:48
ვრცლად
ქალთა მიმართ ძალადობაზე 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიწერა - 2019 წლის სტატისტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა საზოგადოებას ექვსთვიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა. ღონისძიება "რედისონ ბლუ ივერიაში" მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე - 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, 3000-ზე მეტ ფაქტზე კი გამოძიებაა დაწყებული.

სექსუალური ხასიათის დანაშაულებში გაზრდილია მომართვიანობა - 96 პირი პასუხისგებაშია მიცემული. დისკრიმინაციული მოტივი უფრო მეტად იდენტიფიცირდება - 92 პირი პასუხისგებაშია მიცემული. გარყვნილ ქმედებაზე შარშან პასუხისგებაში მიეცა 8, წელს კი 28 პირი.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა  შემთხვევაში გამოვლენის მაჩვენებელი გაზრდილია.

 

 

დღის ამბები