25 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
მკვლელობა ნორიოში - გაუხსნელი საქმე

რიგითი ჯიმშერაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, 1 წლიანი გაჭიანურების შემდეგ ახალ ფაზაში გადადის. პროკურატურა, სამხედრო მოსამსახურეების გარდა, ახალგარზდა მამაკაცის მკვლელობის დეტალებში, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების კავშირს არკვევს. ვინ და რატომ დამალა სიმართლე - გამოძიება სამხედრო პოლიციის ქვემო-ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილით, გიორგი გაგნიძით დაინტერესდა.

გიორგი გაგნიძის მტკიცებით, ის უკვე 4 თვეა ის სამხედრო პოლიციის თანამშრომელი აღარაა. გაგნიძე "კურიერს" უყვება, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და ეს ნორიოს სკანდალს არ უკავშირდება. თავდაცვის სანმინისტროში კი ამბობენ, რომ სამსახურიდან სწორედ ჯიმშერაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების გამო გაათავისუფლეს.

განაჩენს ელოდებიან ის სამხედროებიც, რომლებიც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. ოთხივე მათგანს ერთი პოზიცია აქვს- სამხედრო პოლიციამ მომხდარის დღიდანვე ყველაფერი იცოდა და გამოძიებაც სწორ გზაზე თავიდანვე უნდა დამდგარიყო.

ჯიმშერაშვილების ოჯახისთვის სიმართლის ძიებაში დრო უშედეგოდ გადის. საქმის განხილვები სასამართლოში ისევ თავიდან იწყება. რეალობა კი არ იცვლება -მოკლულ სამხედროზე პასუხს არავინ აგებს.

დღის ამბები