27 დეკემბერი 2024,   17:32
ვრცლად
"შეხვედრა მან ითხოვა"- ლავროვი ზალკალიანთან შეხვედრის დეტალებზე

"გაეროში რუსულ მხარესთან შეხვედრა საქართველომ ითხოვა" - სკანდალურ განცხადებას სერგეი ლავროვი აკეთებს. დავით ზალკალიანთან შეხვედრის დეტალებზე დიპლომატმა გაეროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დიალოგის დასრულების შემდეგ, მისი ქართველი კოლეგის შეფასებები წაიკითხა და ეს კომენტარები უფრო გრძელი იყო, ვიდრე შეხვედრის ხანგრძლივობა.

"შედგა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრა მან ითხოვა. მე წავიკითხე შეხვედრის შემდეგ გაკეთებული მისი შეფასებები. ეს კომენტარები უფრეო გრძელი იყო ვიდრე შეხვედრა. სხვა კითხვებთან ერთად მას აინტერესებდა როდის იქნებოდა შესაძლებელი ავიამიმოსვლის აღდგენა. მე ავუხსენი, რომ ჩვენ საქართველოსთან საჩხუბრად ხელოვნური მიზეზები არ გვიძებნია. თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, პასუხისმგებლობითი პოზიციის გატარებას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით და არ გაიხედავს რუსოფობებისკნ, რომლებიც ისევ ცდილობენ ყოფილი პრეზიდენტის წაქეზებით ებრძოლონ ახლანდელ რეჟიმს თბილისში, მაშინ ალბათ ჩვენ, მე პირადად ამ მიმოსვლას აღვადგენდი. რაც შეეხება თბილისში გაკეთებულ კომენტარებს ჩვენს შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩემში ის ღიმილს და გაოგნებას იწვევს.“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უარყო რუსული მედიის ინფორმაციას, რომ ლავროვთან დიალოგი ქართული მხარის მოთხოვნით შედგა. ოფიციალური თბილისი განმარტავს, რომ შეხვედრის ორგანიზატორი შვეიცარია იყო.

დღის ამბები