ხორავას ქუჩაზე ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. კალანდიას უფლებადამცველი ზურაბ თოდუა, საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე და მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს.
"საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, კლასიკური სახით გაგებული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს უშუალოდ მიხეილ კალანდიას ბრალეულობას. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ესაა პოლიტიკური დაკვეთით შედგენილი საქმე, რომელიც არის ორი პოლიტიკური პარტიის, "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" ერთობლივი გადაწყვეტილებით, რამეთუ ერთსაც აწყობდა და მეორესაც ამ საქმის ამ ფორმით წარმართვა. 50%-იანი თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში, კალანდია უნდა იყოს თავისუფალი, " - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.