06 ოქტომბერი 2024,   08:40
ვრცლად
გენერალური პროკურატურა ნოდარ მელაძეს გამოკითხვაზე იბარებს

გენერალური პროკურატურა ნოდარ მელაძეს გამოკითხვაზე იბარებს. ტელეკომპანია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის  უფროსი საგამოძიებო უწყებაში ხვალ 11 საათზე უნდა გამოცხადდეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია ნოდარ მელაძე." 

შეგახსენებთ, პროკურატურამ ამავე საქმეზე გუშინ "რუსთავი 2-ის" ყოფილი თანამშრომლები გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი გამოკითხა.

დღის ამბები