ქუთაისის ოპერის თეატრში 51-ე სეზონი "ქეთო და კოტეს" პრემიერით გაიხსნა. სპექტაკლს ტურისტებიც ესწრებოდნენ.
სპექტაკლი მომზადებული იყო დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით.
"ჩვენი თეატრის საიუბილეო წელია.ამ თეატრის დაარსებიდან ასი წელი შესრულდა და ჩვენ ჩვენის მხრივ გამოვეხმაურეთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, რაც შეეხება სპექტაკლს სრულებით განახლდა ყველაფერი და ძალიან საინტერესო ვერსიაა, რაღაც გადანაცვლებები მოხდა,"- ამბობს ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.
ვიქტორ დოლიძის ოპერა თბილისში, 1919 წელს დაიდგა. ოპერა - "ქეთო და კოტე" 13 ოქტომბერსაც იქნება წარმოდგენილი.